ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს გასაყიდად თავად გაიტანს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი კორონავირუსის მაღალი ინფიცირებული მაჩვენებლის გამო ჩაიკეტა, თუმცა დღეიდან, მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ბაზარში გაყიდვა თავად შეუძლია.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მეორე დღეა, ყარაჯალარშიკორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

” ყარაჯალაში მცხოვრებ პირებს, დღეიდან შეუძლიათ რეალიზაცია გაუწიონ საკუთარ მოსავალს. პირს, რომელიც საბითუმო ბაზარზე, ნავთლუღის ბაზარზე გავა, კონტროლი სრული კანონის დაცვით გაეწევათ. ისინი კვლევისთვის ბიოლოგიურ მასალას ჩააბარებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ბაზარში გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი უკვე მე -9 დღეა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის არსებობის გამო, ჩაკეტილია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები