რუსთავის “ცხელების ცენტრში” 7 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა
რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი თქმით, რუსთავის “ცხელების ცენტრში” გუშინ მოთავსებული 7 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
“ამ დროისთვის, ცხელების ცენტრში 3 პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია. პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან არიან გადაყვანილები“, – განაცხადეს” ცხელების ცენტრში”.
ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 21ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.