ზუგდიდში გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. “ტყის ძმების” წევრი დააკავეს

ზუგდიდის ცენტრში გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. “ტყის ძმების” წევრი ლევან “გალსკი” იგივე ლევან ძაძუა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავება ზუგდიდის ცენტრში მოხდა, სადაც იგი ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. გამოძიება მას სავარაუდოდ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ან რეალიზებას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძიებას 260-ე მუხლის რომელი ნაწილი დაემატება, დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხებზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები