„დანა ორჯერ აქვს ჩარტყმული ბეჭთან”-ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის გოგოს საქმეში ახალი დეტალები იკვეთება

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედის თქმით, ბრალდებულ ბ. კ.-ს და მის მეუღლეს გვამის დანაწევრება ჰქონდათ დაგეგმილი.

„დანა ორჯერ აქვს ჩარტყმული უკან, ბეჭთან. მერე ალბათ შემობრუნდა და წინ სულ დაჩეხილია. ხელები სულ დასერილი აქვს. იმ დროს ის ქალი შეიძლება მარტო იყო, მერე მივიდა გაგა გვანცელაძე, მისი ქმარი. ჩავიდნენ, ხელები დაიბანეს, სისხლი მოიშორეს. 15-10 წუთის შემდეგ მომზადებული ჰქონდათ ცელოფნები, რომ გვამი დაენაწევრებინათ და გამოეტანათ. ჩემი ხელებით დავბანე, ჩემი შვილი სასტიკი მეთოდით არის მოკლული. ვბანდი ცხედარს და თან ვეფერებოდი, თან ჭრილობებს ვითვლიდი. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ყველგან დანა ჰქონდა ჩარტყმული. ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ცნობისთვის, 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი ქალია დაკავებული, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 მამაკაცი. შესაძლოა, დაკავებები კვლავ გაგრძელდეს. ახალგაზრდა ქალი 18 ივლისს მოკლეს, გარდაცვლილს 16 ჭრილობა გულ-მკერდისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს 10 სექტემბერს გამოიტანს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები