აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში covid-19-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სამინისტრომ ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა, ინფიცირებული მძღოლია.

იგი ამ დროისთვის ბათუმის ცხელების კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

ცნობისთვის, აჭარაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები