სოზარ სუბარი: ვასილ ლელუაშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა უკანონო ჩანაწერების ფართო ქსელის შექმნას

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ ლელუაშვილმა სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმრო დატოვა. დათა ახალაიას ყოფილი მოადგილის გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა გააკეთა. სუბარის განმარტებით, ვასილ ლელუაშვილი დათა ახალაიასთან და სხვებთან ერთად საქართველოში ტოტალური წამებისა და შანტაჟის შემოქმედნი არიან.

“ვასილ ლელუაშვილი იყო დათა ახალიაიას მოადგილე დ ამისი მარჯვენა ხელი და ზოგადად სახელები როგორიც არის ვასილ ლელუაშვილი, დათა ახალიაია და მეგის ქარდავა და ძალიან ბევრი მათთან ერთად ესენი არიან  საქართველოს ახალი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო სახელები, ადამიანები რომლებთანაც არის დაკავშირებული სისტემური წამების, უკანონო ჩაწერების და ტოტალური ქსელის შექმნა. თვითონ ვასილ ლელუაშვილი იყო ადამიანი, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა უკანონო ჩანაწერების ფართო ქსელის შექმნას”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ვასილ ლელუაშვილმა სამწლიანი სასჯელი კომპიუტერული ვირუსის შექმნის, უკანონო მოსმენების და ტელეკომპანია მე-9 არხის ტექნიკის დაზიანების გამო მოიხადა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები