“კოვიდ – 19, ანუ შეზღუდვები ქართულად” – პრემიერა თელავის თეატრში
თელავის დრამატულმა თეატრმა მუშაობა პრემიერით განაახლა. მაყურებლის წინაშე დასი სპექტაკლით ” კოვიდ 19 ანუ შეზღუდვები ქართულად” ღია ცის ქვეშ წარსდგა. წარმოდგენა ლევან რატიანის პიესის მიხედვით, კახა გოგიძემ დადგა. სპექტაკლს საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“სპექტაკლი ეხებოდა აქტუალურ თემას, კოვიდ 19 -ს ფა სცენარიც უაღრესად საინტერესო და შესრულებაც ძალიან მაღალ დონეზე იყო, საინტერესო და კარგი იუმორით”,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
თელავის ვაჟა ფშაველას დრამატულმა თეატრმა მუშაობა 5 თვის შემდეგ დაიწყო და სპექტაკლით ” კოვიდ 19 ანუ შეზღუდვები ქართულად” ტურნეს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გეგმავს.