კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა და განვლილი 4 წელი შეაფასა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პოლიტიკური თანამდებობის დატოვება პირველი აგვისტოდან იმიტომ მიიღო, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაღალი სტანდარტების დაცვით წარიმართოს.
„საარჩევნო კამპანია პირველი სექტემბრიდან იწყება, მაგრამ გამომდინარე იქიდან , რომ მაართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატად დამასახელა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით პირველ სექტემბრამდე თანამდებობაზე დარჩენა შემეძლო, მაგრამ გამოდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას გვინდა არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დავტოვე თანამდებობა. ზუსტად იმიტომ, რომ არ ყოფილიყო საუბარი, რომ ირიბად ხდება გუბერნატორის პოზიციაზე მყოფი ადამიანის მუშაობა , რომელიც ამავდროულად დასახელებულია მაჟორიტარად . ჩვენ მივმართეთ პრემიერ მინისტრს, რომ გადავდგებოდით ჩვენ-ჩვენი თანამდებობიდან და უკვე როგორც კანდიდატები, ისე გავაგრძელებდით საარჩევნო კამპანიის წარმართვას.“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, მისთვის მთავარი კონკურენტი და გამოწვევები იმ პრობლემების გადაჭრის გზები იქნება, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას მისი პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი დაიკავებს.
ირაკლი ქადაგიშვილი „ ქართულმა ოცნებამ“ თელავი-ახემტა-ყვარელი- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები