თეა წულუკიანი: თუ კერძო საკუთრება რეგისტრირებული და დაცული არ იქნება, ისე მთიანი რეგიონები ვერ განვითარდება

თეა წულუკიანი: თუ კერძო საკუთრება რეგისტრირებული და დაცული არ იქნება, ისე მთიანი რეგიონები ვერ განვითარდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში, სოფელ მუაშში ორი სოფლის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა და იმ ახალ პროექტზე ესაუბრა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში-ლენტეხში, ონში, ამბროლაურსა და ოზურგეთში ანხორციელებს.
როგორც მინისტრმა „რეგიონულ კვირასთან“ განმარტა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ჯახუნდერსა და ჩიხარეშში მიწის რეგისტრაციის საინტერეტერესო პროექტით შევიდა და თანამდეროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი აღჭურვილობით ახდენს მიწების აზომვასა და რეგისტრაციას.

“ჩვენ ამაში ჩავდეთ ინვესტიცია და იუსტიციის სამინისტროს უახლესი სისტემა მიწების აზომვას რამდენიმე სანტიმეტრიანი ცდომილებით ახდენს,ზუსტი ნახაზები კეთდება და საკუთრების ინდენტიფიკაცია მოქალაქეებისა და მესაკუთრეების უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს, ირკვევა თუ ვინ რას ფლობდა ისტორიულად, რადგან თუ კერძო საკუთრება რეგისტრირებული და დაცული არ იქნება, რა თქმა უნდა, საქართველოს მთიანი რეგიონები ისე ვერ განვითარდება“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ პროექტი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გარდა ონში, ამბროლაურში და ოზურგეთშიც მიმდინარეობს და მიუხედავად შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, მთავრობის დახმარებით, ინვესტიციის გამოყოფა პროექტის განსახორციელებლად მაინც მოხდა.

„იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი დაფინანსების საშუალება გაგვიჩნდება, რათა  საქართველოს ყველა სოფელი მოვიცვათ. როცა აქ, ამ არაჩვეულებრივ საკურორტო ადგილას, მუაშში, მიწების რეგისტრაცია მოხდება, მესაკუთრეები ინფრასტრუქტურასაც ააწყობენ და საქართველოდან და უცხოეთიდან უამრავი დამსვენებელი ჩამოვა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
„რეგიონული კვირა“ ადგილობრივმა გიორგი ონიანმა უთხრა, მიწის რეგისტრაციის პროექტით კმაყოფილია, რადგან აღნიშნული შიდა მიგრაციას შეაჩერებს.

„ყველა კმაყოფილებას გამოვხატავთ, ვისაც გინდათ გაესაუბრეთ, ძალიან დიდი საქმე კეთდება. აქ ისეთი ადგილებია, რომ მიწების რეგისტრაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიგრაციის შეჩერებას და მაცხოვრებლების ადგილზე დამაგრებას“,- განაცხადა გიორგი ონიანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები