ლაგოდეხში ორი ახალი საჯარო სკოლა შენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 2 საჯარო სკოლა შენდება. სოფელ ჰერეთისკარსა და სოფ. კაბალში სკოლების მიმდინარე მშენებლობის სამუშაოებს ჯონდო მდივნიშვილი ადგილზე გაეცნო. როგორც მერი აცხადებს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 30 წელზე მეტია ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება არ აშენებულა, წელს ორი სოფელ ჰერეთისკარში 150, ხოლო სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. რეაბილიტაცია უტარდება ასევე სოფ. ნინიგორის საჯარო სკოლის შენობას, სამივე სკოლა კეთილმოეწყობა სპორტული მოედნებით და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.
პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწესრიგება, რომელიც ადაპტირებული იქნება აგრეთვე შშმ პირებისთვის, დანარჩენ სკოლებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ ჩატარდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები”.
შეგახსენებთ, გასულ წელს მუნიციპალიტეტში მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის №1, აფენის №1, ვარდისუბნისა და განჯალის სკოლის შენობები. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.