ზუგდიდში არასრულწლოვანი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
სამართალდამცველებმა ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურება ედება. დაკავებულის ინტერესებს უფლებადამცველი, ჯიტა გულუა იცავს. მისი ინფორმაციით, დაკავებული ბრალს კატეგორიულად უარყოფს. როგორც „რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.