გორში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED) პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების (SEED) პროექტი განხორციელდება. პროექტის წარმომადგენლები, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენა და ხელშეწყობა, მერს სტუმრობდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიზნები და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, იგი მიესალმება გორის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის განხორცილებას. მისი თქმით, გორის მერია მხარს დაუჭერს და აქტიურად ჩაერთობა პროექტის განხორციელების ყველა საჭირო ეტაპზე. პროექტი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, CENN-ის მიერ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები