ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის სწავლა იყოს უსაფრთხო

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არ გვქონია კომუნიკაცია. რეკომენდაციები ამ შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი არის შემუშავებული,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში, სასწრაფო დახმარების ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.
„განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ გვქონია კომუნიკაცია, რადგან დღევანდელი ეპიდვითარება ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა საუბარი არის სხვადასხვა მოდელზე, რასაც განათლების სამინისტრო აზუსტებს და საჭირო დროს აცნობებს ჩვენ მოქალაქეებს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის სწავლა იყოს უსაფრთხო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები