ეკატერინე ტიკარაძე: ლილოს ბაზრობის შემდეგ თბილისის სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება

„თბილისის ბაზრობებზე კორონავირუსის მასშტაბური კვლევა არ იგეგმება, თუმცა 200-მდე ადამიანის ტესტირებაა დაგეგმილი“,- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ლილოს ბაზრობის შემდეგ, „კოვიდ19“-ზე, კიდევ სხვა ბაზრობების შემოწმებას გულისხმობდა.
„ლილოს ბაზრობაზე 3800-მდე ადამიანს, უკვე ჩავუტარეთ გამოკვლევა. აქედან დადასტურება არის საკმაოდ მცირე, დაუდასტურდა მხოლო და მხოლოდ 5 ადამიანს. ბაზრობებზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება, თუმცა თბილისის სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება. შემოწმებას გავაგრძელებთ იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. დინამოს ბაზრობაზე რანდომური ტესტირება უკვე დაწყებულია“,- განმარტა ტიკარაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს კორონა ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის ვარაუდით, ვირუსის გავრცელება, სრულად დამოკიდებულა მოსახლეობის მზაობაზე
„ვირუსი იცვლის თავის ხასიათს, მას აქვს სხვადასხვა გამოვლინება. ვირუსის სიმძიმე მეტნაკლებად არის დაკლებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემოდგომაზე მას ექნება იგივე გამოვლინება. თუმცა სავსებით არის შესაძლებელი, რომ ვირუსი კვლავ შეიცვლის გამოვლინების თვისობრიობას და ასევე სიმძიმის მახასიათებლებს. რა რაოდენობის ან მაშტაბის იქნება ეს დამოკიდებულია მოსახლეობის მზაობასა და ასევე მათ დამყოლობაზე, თუ როგორ ითანამშრომლებენ ეპიდემიოლოგებთან“,- განაცხადა ეკატრინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები