სამეგრელოში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები