სამეგრელოში მე-15 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა – რეგიონმა “მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო მე-15 პაციენტი გამოჯანმრთელდა, იგი დღეს დატოვებს კლინიკას და სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავა. 58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი ე.წ. ტრაილერის კლასტერიდანაა, რომელსაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებოდა. რაც შეეხება ანალიზებს, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 413 ნიმუში გამოიკვლიეს, – ყველა პასუხი „კოვიდ19“-ზე უარყოფითია. საიდანაც, 7 იყო პაციენტი, 321 მედპერსონალი, 20 კარანტინში მყოფი პრი, 4 თითიზოლაციიდან, 6 შსს თანამშრომელი, 42 მძღოლი და 13 დიალიზზე მყოფი პირი. სამეგრელოს რეგიონმა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, მეორედ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი.