ნათია თურნავამ ქუთაისში მეტალოპლასტმასის მწარმოებელი ქარხანა გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა.
გახსნის ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე დაესწრნენ.
საწარმოში 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. საწარმო ალუმინისა და მეტალოპლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს და საწყისს ეტაპზე, რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე მოახდენს.