სტიქიამ გრიგოლეთის სანაპირო ზოლი დააზიანა

ძლიერი ნალექის შედეგად გრიგოლეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. ადგილზე ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკა მუშაობს და  მუნიციპალური პლაჟი სუფთავდება. ამის შესახებ ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.
“ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათის რომ დროულად მოხდეს იმ ნარჩნების გატანა, რაც შტორმისა და ძლიერი წვიმის შედეგად პლაჟზე დაგროვდა. რამდენიმე დღეა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები