ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები მოინახულა
სტიქიის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუშევანი, გეტა, ძველი ქვეში და ზვარეთი შიდა გზები დაზიანდა.
დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
სოფლებში იმყოფებოდა სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალი შეაფასა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ სოფლებში 4500 მეტრის შიდა გზა დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სტიქია ბოლნისში 27 ივლისს მოხდა და სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრატრუქტურა დააზიანა.