ახალციხეში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე შუახნის კაცს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” აცხადებენ, მერსედესის მარკის ავტომობილი სწრაფად მიდიოდა, ქვეითი კი ზებრაზე გადადიოდა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები