ქვემო ქართლში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქეტის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენებისგანთავსების ობიქეტის მშნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა სოფელ შასაყდრისა და წინწყაროს მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს პროქტის პრეზენტაცია წარუდგინა.  

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ახალი რეგიონული ობიექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებების მოსმენა იყო.

პროექტის ფარგლებში, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისთვის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) დაგეგმილია ახალი, რეგიონული, ევროსტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა.  ახალი ობიექტი  200 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.  პროექტი ასევე ითვალისწინებს უნიციპალიტეტების ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, რაც უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას და რეგიონში გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს.

პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რითაც გაუმჯობესდება მოსახლეობის გარემო და საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთისსაერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისსააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერითხორციელდება. პროექტს საკონსულტაციომომსახურებას უწევს: საერთაშორისოსაკონსულტაციო კომპანია HPC AG და მისი ადგილობრივი  პარტნიორიპოლიტიკისა დამართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები