გარდაბანში კორონავირუსი გამოკვლეული 196 პირიდან არცერთს დაუდასტურდა
გარდაბნის მუნიციპლაიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ “რეგიონული კვირას” მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, გამოკვლეული 196 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
“გუშინ გამოკვლეული 196 პირიდან ინფექცია არცერთს დაუდასტურდა. დღეს გარდაბანში ველოდებით 25 პირის საკვლევი მასალის პასუხებს, რომლებიც კორონავირუსის ბოლოს დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები არიან”, – განაცხადეს ჯანნდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, გარდაბანში ჯამში, კორონავრუსის 56 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 36 სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება.