ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემა ეწყობა
ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამად სულამანიძეების უბანში ტარდება, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ ზვიად ბაზაძესა და დეპუტატ გიორგი ქასრაშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოწყობილია ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოეწყობა საქლორატორო ნაგებობა, სატუმბი სადგური და რეზერვუარი, მოხდება ინდივიდუალური დაქსელვა-გამრიცხველიანება, რის შემდეგაც 741 ოჯახი მიიღებს წყალს.
სამუშაოებს, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 1 816 090 ლარით, შპს “გეოპლასტი” ასრულებს.