საქართველოში ახალი პროფესია ჩნდება– ახალგაზრდული მუშაკის მოსამზადებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება დაიწყო

საქართველოში, პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის“ მოსამზადებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) მიერ აკრედიტირებული პროგრამა შეიქმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, არაფორმალური განათლების მიმწოდებელ, არსებულ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს გადაამზადებს, აუმაღლებს მათ კვალიფიკაციას, განუვითარებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს. აღნიშნული პროგრამა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების ახალგაზრდებთან ეფექტურ მუშაობას და მათთვის საჭირო კომპეტებციების გადაცემას.
ახალგაზრდული საქმიანობის მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნები ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ, როგორც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი.
პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას „ახალგარზდული მუშაკი“ ახორციელებს, რომელიც არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ აღიარებულ 8 საკვანძო კომპეტენციას გადასცემს და ასევე იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში ეხმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
„ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია“, სააგენოს სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულებაა და ამასთან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია.

„პროფესიული ახაგაზრდული საქმიანობის“ რეფორმა ითვალისწინებს:

  • საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის აღიარებულ პროფესიად ჩამოყალიბებას;
  • პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ გადამზდებასა და
  • ხარისხზე ორიენტირებული ახალგაზრდული საქმიანობის არეალის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახალგაზრდული მუშაკის მომზადების პირველ სახელმწიფოსაგან აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება 30 ივლისიდან დაიწყო და 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
აღნიშნულ კურსზე სააგენტო პირველ ეტაპზე იწვევს პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს საქართველოს ათ რეგიონში.

შერჩევის კრიტერიუმებია:

  • ასაკი: 21 +
  • განათლება: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
  • გამოცდილება: ბავშვებსა და/ან ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (რომელშიც იგულისხმება არაფორმალური შეხვედრების, სპორტული, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო და სხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება);
  • მაღალი მოტივაცია

კურსის ხანგრძლივობა : 6 თვე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი.
კურსზე ჩარიცხული პრაქტიკოსი კანდიდატები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ გადამზადების 6 თვიან პროგრამას სახელმწიფოსაგან აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

ახალგაზრდობის სააგენტოს შესახებ:
ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა, მანამდე არსებული სამი უწყების გაერთიანებით. აღსანიშნავია, რომ გაერთიანების შემდეგ სააგენტო უფრომცირერიცხვოვანი გუნდით, მოქნილად და ეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას და რეფორმის მიმართულებებს.
ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნაევროპული მოდელით, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს/სფეროს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
ამისთვის სააგენტომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციების ასევე ევროპული განვითარებადი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით და მოწვეული ექპერტების ჩართულობით შეიმუშავა სამწლიანი რეფორმა ე.წ. „ევროკავშირის მოდელით“ და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააგენტომ დაარსებიდან დღემდე მოახერხა (1 წელიც არ გასულა) და რეფორმის ყველა მიმართულების აღსრულების ეტაპზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები