ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უკანონო დაკავების საკითხებს განიხილავენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, თუმცა ამის შემდეგ ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის გამო, მათ აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვეს. ამის შემდეგ 7 ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

შესაბამის ინფორმაციას ოსური მედიაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ეგორ კოჩიევი უხელმძღვანლებს.

კოჩიევის თქმით, კონსულტაციები “ცხელი ხაზის” მეშვეობით მიმდინარეობდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო შეხვედრების განახლება იმ ინციდენტების ფონზე, რომლებიც “საზღვარზე” ბოლო დროს ხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები