ირაკლი ქარსელაძე: ამ დროისათვის 5 სოფელს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე კიდევ სამი სოფლისთვის შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის აღდგენა
“ამ დროისათვის 5 სოფელს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე კიდევ სამი სოფლისთვის შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის აღდგენა”, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი წერეთელი სტიქიის ზონაში საჭირო სამუშაოებს ადგილზე უძღვებიან.
„ამ დროისათვის 5 სოფელს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე კიდევ სამი სოფლისთვის შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის აღდგენა. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, უკვე ჩართული გვყავს 17-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დამატებითი ტექნიკაც გზაშია. ამ დროისათვის ველოდებით მდინარის დინების დასუსტებას, რათა შევძლოთ ერთდროულად მეტი ტექნიკის შეყვანა და უფრო აქტიური სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე – შემდგომი პრევენციის გეგმაზე.
სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებსა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.