პრემიერი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ვიცეპრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი ადგილზე გაეცნობა დაზიანებულ სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას და საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა გამოწვეული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები