აგარაში ქუჩების ასფალტირების სამუშაოები დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, დაათვალიერა აგარაში 4 ქუჩაზე (ყაზბეგის, გ.ტაბიძის, მესხისა და საბავშვო ბაღiს გზა) გზის ასფალტირების დასრულებული სამუშაოები, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, დაათვალიერა აგარაში 4 ქუჩაზე (ყაზბეგის, გ.ტაბიძის, მესხისა და საბავშვო ბაღiს გზა) გზის ასფალტირების დასრულებული სამუშაოები. მოეწყო 2-ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯა 869941,48 ლარი. სულ დაიგო 2,198 კმ.-მდე გზის საფარი. სამუშაოები შეასრულა შპს ,,ქროსფოინტი“-მა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.