ონში სტიქიის ზონაში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. მთელი დღის განმავლობაში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე შემოვლითი გზა უკვე მოწყობილია და გადაადგილება შესაძლებელია. სამუშაო პროცესის გასააქტიურებლად იგეგმება დამატებითი ტექნიკის შეყვანა, მაგრამ მუშაობის პროცესს რთული რელიეფი ართულებს.
პირველადი მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ლოკაციაზე ცანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი,ასევე ონიდან შოვისკენ მიმავალი რამდენიმე მონაკვეთი და შიდასასოფლო გზები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები