სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატი გლოლაში ადგილობრივებს შეხვდნენ
ონის მუნიციპალიტეტი ძლიერმა და ინტენსიურმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 12 სოფელი და 2000 -მდე ადამიანი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, აქედან 500-მდე რაჭის ტურისტია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.
სოზარ სუბარი და გოჩა ენუქიძე სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდნენ, სოფელი ამ ეტაპამდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მთავრობის წარმომადგენლებმა მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები მოსახლეობას პირადად გადასცეს , მათ მდგომარეობას გაეცნენ და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს.