სოფელ საციხურში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა
სოფელ საციხურში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სულ 2,5 კმ. გზის საფარი დაიგო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზა. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა , რაზეც 1 118 719,92 ლარი გაიხარჯა. სამუშაოები შპს ,,დინ გრუპმა“ შეასრულა