ჯანდარაში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯანდარაში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სოფელ ჯანდარაში, ექვს ლოკაციაზე გზების სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო კომპანია შპს „გზა”, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ახორციელებს.
პროექტის განსახორციელებლად რეგიონალური განვითარების ფონდმა 597′ 446 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები