გორის მერიის დაფინანსებით შშმ ვეტერანები ურეკში დაისვენებენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი ზღვისპირა კურორტ ურეკში დასვენება-რეაბილიტაციის კურსზე გაემგზვრა.

კურსი 10 დღეს მოიცავს და გორის მერიის და და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით სრულად ფარავს მგზავრობის, განთავსების და რეაბილიტაციის კურსის თანხებს.

ვეტერანები გამგზავრებისას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ გააცილეს.

გორის მერია მესამე წელია 8 000 ლარით აფინანსებს შშმ ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის კურსებს საზღვაო კურორტებზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები