პანკისში სახლის მიმართულებით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პანკისის ხეობაში რამდენიმე პირი და მათ შორის 2019 წელს საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების დროს გარდაცვლილი ვისო მუთოშვილის ძმაც გამოკითხა, მაგრამ მომხდარ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

ქავთარაშვილის სახლის მიმართულებით გვიან ღამით ისროლეს, რა დროსაც სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, ისინი შემთხვევას უვნებლები გადაურჩნენ.

შეგახსენებთ, მურად ქავთარშვილი, 2019 წელს, სოფელ საკობიანოსთან მომხდარ გვარებს შორის დაპირისპირების ერთ- ერთი ფიგურანტია და ის ორმხრივი სროლისას ფეხში დაიჭრა, 37 წლის ვისური მუთოშვილი კი გარდაიცვალა.

უკავშირდება თუ არა ღამით მომხადრი ფაქტი შურისძიებას ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს- ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 151-ე და 236- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები