თერჯოლის 14 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სველი წერტილები მოეწყობა

სამუშაოები 10 საჯარო სკოლაში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 462 ათასი ლარით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მტმ” ახორციელებს, 4 სკოლაში კი ინფრასტრუქტურული პროცესები უახლოეს მომავალში დაიწყება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა ალისუბნისა და ახალთერჯოლის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და როგორც სამუშაოების მიმდინარეობაზე, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურაზე ინფორმაცია მოისმინა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14-ს კი რეაბილიტაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები