სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი შეხვდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მისი თქმით, სამაშვრლო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდნენ.
” მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ, რათა მოსახლეობისთვის დროული დახმარება გაეწიათ. დღეის მდგომარეობით დატბორილია ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩები. განსაკუთებით რთული მდგომარეობა იყო ფოთის ქუჩაზე, თუმცა ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გრძელდება სამუშაოები”,- განაცხადა ერემეიშილმა.
უხვი ნაკექის შედეგადწყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. დაიტბორა როგორც სამანქანო გზები, ასევე მოსახლეობის ეზოები.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისებისა“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები.