პრემიერ-მინისტრის დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგებს უმოკლეს ვადაში შეაფასებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ, მთავრობის მეთაურის დავალებით ისინი ადგილზე გაეცნობიან არსებულ სიტუაციას, რათა უმოკლეს ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად. ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო,დაზიანდა საავტომობილო გზა,შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები