გარდაბანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაკალარში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათი თქმით, ოთხი პირი ერთი ორჯახის წევრია.
“ბოლო 24 საათში 251 პირი იქნა გამოკვლეული, მათგან კორონავირუსი სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 5 პირს გამოუვლინდა.
მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები”, – განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, ჯამში, გარდაბანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 56 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 36 სოფელ ყარაჯალარში გამოვლინდა.