“ვითხოვთ 20 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას“- ტვიშში აქციის მონაწილეებს ცაგერის მერი შეხვდება
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშისა და მიმდებარე სოფლების მაცოვრებლებმა ქუთაისი-ალპანის გზის 20 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტირების მოთხოვნთ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობაც შეაფერხეს – სამარშუტო და კერძო ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს აჩერებდნენ და სთხოვდნენ შეერთებოდნენ მათ მოთხოვნას.
ადგილობრივების განმარტებით, ხეობის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს გზის ამ მონაკვეთის მოასფალტებას, წერილი, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლები აწერდნენ ხელს, საგზაო დეპარტამენტშიც გაგზავნეს.
„ ვითხოვთ 20 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას, იყო შეპირება, ერთი პირი ასფალტის დაგებაზე, მაგრამ ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ მოხრეშვაზე შეჩერდნენ. საგზაო დეპარტამენტში გაგზავნილი წერილიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია”,- ამბობს აქციის მონაწილე.
„რეგიონული კვირა“ განმარტებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ პრობლემის შესახებ მისთვის ცნობილია, დღის მანძილზე ის გეგმავს ტვიშისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრას და ადგილზე მათთან ერთად გაერკვევა სიტუაციაში, რის შემდგომაც იმოქმედებს შესაბამისად.