რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსი 87 წლის ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს. მათი თქმით,  პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე, უცნობია.

“პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ბინიდან სამედიცინო დაწესებულებაში მომატებული ტემპერატურის სიმპტომატიკით გადმოიყვანეს. მ დროისთვის, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა”, – განაცხადეს ცხელების ცენტრში.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 21ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები