რიონის ადიდების გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

უხვი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) უხვი ნალექის შედეგად, სავალ ნაწილზე გადმოსულია მდინარე რიონი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები