უხვმა ნალექმა პრომლემები ქუთაისშიც შექმნა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისშიც. წყალმა რამდენიმე ქუჩა დატბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
“დილით რომ გავიღვიძე მთელი ეზო წყლით იყო სავსე, ჩემს მეზობელთან სახლშიც შესულა წყალი. როგორც ვიცი სანიაღვრე სისტემაა გასაწმენდი: იმედია დროულად მოახდენენ რეაგირებას, ეს უკვე ემრამდენე შემთხვევაა აღარ ვიცით”,-ამბობენ ადგილობრივები.
ამ დროისთვის, სანიაღვრე სისტემა, რომელიც წყილს ნაკადს არ ატარებდა გაწმენდილია და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი. ადგილზე რამდნეიმე სამაშველო სამსახური მუშაობს.