“12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი“- ძლიერმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია -ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სატელეფონო ინტერვიუში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში სიტუაცია საკმაოდ რთულია და 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი-„წაღებულია 10 ხიდი, გარესამყაროს 12 სოფელი და 2 ათასამდე ადამიანია მოწყვეტილი, ამ სოფლებს ელექტროენერგიის მოწოდებაც შეწყვეტილი აქვს, გზის ცენტრალური მაგისტრალი სამ ადგილასაა ჩაწყვეტილი და საკმაოდ რთული სურათია, გადაადგილება შეუძლებელია, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მოქმედება, დაიწყო შემოვლითი გზის შეკეთებათუმცა არ ვიცით რა სურათი დაგხვდება სხვადასხვა ლოკაციებზე. მართალია მდინარე რიონის დონემ ცოტათი დაიწია,მაგრამ ისევ მოდიდებულია და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.“-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
მხარის რწმუნებულისგან ისიც შევიტყვეთ, რომ სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხელმძღვანელობა სოფლის რწმუნებულებთან მუდმივი კონტაქტით მოსახლეობის საჭიროებებს იგებს-„ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ თემის რწმუნებულებთა, მთელი ღამე მუშაობა არ შეუწყვეტია სამაშველო სამსახურებს, ამ წუტასაც სრული მობილიზაციაა და ჩვენ სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ“-განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
ამ ეტაპისთვის ონში წვიმა შეწყვეტილია.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები