მიხეილ რამიშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია – “თამარის კომპიუტერი ჩემი თანდასწრებით უნდა გახსნან”

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერი მისი თანდასწრებით უნდა გაიხსნას.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები