ძლიერი წვიმა ონში – სტიქიის შედეგად ღებში და გლოლაში მდინარეები ადიდდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლოლა და ღები ამ წუთებში ძლიერი წვიმაა. როგორც ღების მკვიდრი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, წყალმა მთლიანად დაფარა ნათესები და სოფლის ხიდი.
“დიდი ნალექის შედეგად მდინარე ლათქიშორა ადიდდა, ისე წვიმს გარეთ გახედვის და ამბის გაგებისაც კი გვეშინია”, – ამბობს ადგილობრივი.

ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო სოფელ გლოლაშიც, როგორც სოფლის რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სეტყვა ამ დროისთვის უკვე შეწყდა.

“კიდევ კარგი დიდხანს არ გაგრძელდა, ძალიან ძლიერი სეტყვა იყო, ამ წუთისთვის წვიმამაც დაიკლო”, – ამბობს რწმუნებული.

სტიქიის ამსახველ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები