ქეთი მირიანაშვილი: გამოძიების გაჭიანურება ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიის იმიჯს

კომპანია “ზეგ”-ის იურისტი ქეთი მირიანაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერების დროულად გახსნას ითხოვს. იურისტის განცხადებით, პროცესის გაჭიანურება და ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, კომპანიის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

მისი თქმით, თუ კომპანიის მოთხოვნა არ შესრულდება, შესაბამის ზომებს მიმართავენ.

„კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ. ხელჩასაჭიდი არაფერია, ვინაიდან კომპიუტერი ჯერ გახსნილი არ არის.
კითხვის ნიშნები ჩვენს კომპანიას ზიანს აყენებს რეპუტაციის თვალსაზრისით. თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ,” – აცხადებს კომპანია “ზეგ”-ის იურისტი.

კომპანია “ზეგ”-ში, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შსს-ის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები 22 ივლისს ჩაატარეს. კომპანიის ოფისიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერები და თანამშრომლების კუთვნილი ტელეფონები ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები