პოლიციამ დედოფლისწყაროში დაკარგული ორივე მოზარდი იპოვა

სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროში დაკარგული ორივე მოზარდი იპოვეს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შსს- ში დაუდასტურეს.

დაკარგული 2 მოზარდიდან ერთი, 11 წლის ბიჭი, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ლილოს დასახლებაში იპოვეს, მეორეს კი ამ წუთებში, ისანში მიაკვლიეს.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროდან 2 მოზარდის კვალი გუშინ დილით დაიკარგა და სამძებრო -სამუშაობს პოლიცია ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები