დედოფლისწყაროში დაკარგული 2 მოზარდიდან სამართალდამცველებმა ერთი თბილისში იპოვეს. როგორც “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობელმა უთხრა, ის ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა.
მაია ალბუთაშვილის თქმით, 12 წლის მოზარდი შეშინებულია და ამ ეტაპზე მეორე ბავშვის ადგილსამყოფელს ვერ ასახელებს.
შეგახსენებთ, 2 მოზარდი სახლიდან გუშინ დილით წავიდა, რის შემდეგაც მათი კვალი დაიკარგა. მოზარდების სამძებრო სამუშაობში პოლიციაა ჩართული.