გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, საკუთარ სახლში 55 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი დამ იპოვა. არსებული ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
მეზობლების თქმით, მამაკაცი ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარდა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვალების ერთერთ სავარაუდო მიზეზად, სწორედ აღნიშნული სახელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.