კახეთში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

კახეთში “ელემენტ კონსტრაქშენი“
კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს.

ინდუსტრიული მშენებლობა შპს “აგროლაინის“ დაკვეთით, სოფელ ჩუმლაყში მიმდინარეობს.

“ქარხანა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კახეთში აგროსექტორის განვითარებას. ნედლეულს ,,აგროლაინი“ ადგილობრივი ფერმერებისგანაც მიიღებს”, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წელს – 500-ს, 2022 წელს – 1000-ს, 2023 წელს კი საწარმოს წარმადობა 1500 ტონას გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები